ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს.
აბრამიანს დღეს ბირთვის კვრაში 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ როგორც გაირკვა, მის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი დეჰიდროქლორმეთილ-ტესტოსტერონი, ტამოქსიფენი და მეტანდიენონი აღმოაჩინეს.
36 წლის სპორტსმენს უფლება ექნება ეს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტი-დოპინგურ განყოფილებაში გაასაჩივოროს.
ბირთვის მტყორცნელი ბენიკ აბრაიმანი საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც გამოდიოდა.