spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული რეგულაციების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგემება.

 

მისივე განმარტებით, ახლა მთავარია, აღსრულდეს მოქმედი ღონისძიებები.

 

“ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე, მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადე არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, ამიტომ ყველა მოქალაქის მიმართ, ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია არის, პირბადის გამოყენება როგორც გარე სივრცეში, ასევე – დახურულში. 

 

კიდევ გავიმეორებ, პირბადის ტარების სავალდებულობა არის დახურულ სივრცეში. მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც აქამდეც გასცემდა და ახლაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, არის ის რომ, დავუბრუნდეთ ყველაგან პირბადის გამოყენებას, სადაც ეს შესაძლებელია”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები