spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი, მართოს ინფიცირების მზარდი შემთხვევები. 

 

მისივე განმარტებით, თუკი სიტუაცია იქნება კრიტიკული, მხოლოდ შემდეგაა შესაძლებელი, დამატებითი მობილობის შეზღუდვა ისევ დადგეს დღის წესრიგში. 

 

“სისტემის მაქსიმუმი დაახლოებით 8 ათასი საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, ყოველდღე დაემატება კოვიდსასტუმროები. ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს. 

 

დამატებითი მობილობის შეზღუდვა ისევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ჩვენ პიკის ფაზაში უკვე შევედით, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. 

 

“ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები