spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაალ უდუმაშვილი – უახლოეს მომავალში დავასახელებთ ყველა კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს ოპოზიციის სახელით

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს უახლოეს მომავალში დაასახელებენ. 

 

“უმეტეს შემთხვევაში იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატები ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით რა თქმა უნდა. რაც შეეხება თბილისს, ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთლიანად ვუთმობთ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს. ანალოგიური სქემით ვიმოქმედებთ რეგიონებშიც და უახლოეს მომავალში უკვე დავასახელებთ ყველა კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს ოპოზიციის სახელით.

 

მშვიდ გარემოში რომ ჩატარდება არჩევნები, ამის იმედი არა მაქვს ნამდვილად, თუმცა სასურველი იქნებოდა ბუნებრივია”, – აცხადებს უდუმაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები