“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საარჩევნო კამპანიის შესახებ საუბრობს.
“ჩვენ ველოდებით “ქართული ოცნებისგან” ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოსილ “ქოცებს”. დანარჩენი, ოპოზიციისგან არ მოველოდები სამწუხაროდ, რამე კრეაციას, ველოდები ისევ იგივე ემოციურ თამაშს, ხოლო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ადამიანები აღმოვაჩინოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ზუმის პლატფორმის მეშვეობით მოვაწყოთ საჯარო გასაუბრობები, რომ ყველა თქვენგანმა მოისმინოთ და ასე გავაცნოთ საზოგადოებას ახალი “გირჩები”, – აცხადებს ხვიჩია.
ქვეყანაში დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.