spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება შეშინებულია იმით, რომ მას არ გააჩნია 43%-ის მისაღებად საჭირო მხარდაჭერა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მმართველი გუნდის მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლის ერთადერთ მიზეზად მათ დაბალ რეიტინგს ასახელებს. 

 

ბოკუჩავას განმარტებით, “ქართულ ოცნებას “ვადამდელი არჩევნების ეშინია და საბაბად “ნაციონალურ მოძრაობას” იყენებს. 

 

“ჩვენ გვექნება კონსულტაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან. “ქართული ოცნების” მხრიდან იმაზე აპელირება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იყო ხელმომწერი და ამიტომ გავიდნენ ისინი დოკუმენტიდან, არის, ბუნებრივია, ძალიან სამარცხვინო საბაბი. ხელისუფლება შეშინებულია იმით, რომ მას არ გააჩნია 43%-ის მისაღებად საჭირო ელექტორალური მხარდაჭერა. ეს არის უბრალოდ საბაბი და ამგვარ სხვა საბაბსაც მოძებნიდა ხელისუფლება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რომც ყოფილიყო ამ დოკუმენტზე ხელმომწერი”, – აცხადებს ბოკუჩავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები