უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს.
“საქართველის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არის დემოკრატიულიბის, სტაბილურობისა და ევროპელობის გარანტი. გვაქვს შეკითხვა ზურაბიშვილთან: კი მაგრამ, პრეზიდენტი არ არის კონსტიტუციის, დამოუკიდებლობის და სუვერენობის გარანტი? რომელ დამოუკიდებლობაში ჯდება ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე ან რამდენიმე კრიმინალის ციხიდან გამოშვებაზე ხელის მოწერა? მით უმეტეს, როდესაც აცხადებთ, რომ ამ კრიმინალების გათავისუფლებას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოთ მოაწერეთ ხელი?
ქ-ნო პრეზიდენტო, ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ნიშნავს საკუთარი და არა გარედან თავსმოხვეული პოლიტიკის გატარებას.
თქვენ აცხადებთ, თურმე დამოუკიდებლობა არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმით იზოლაციას და მაგალითად მოგყავთ ჩვენი დიდი წინაპრები, რომლებიც მუდმივად ეძებდნენ მოკავშირეებს. მოკავშირის პოვნა იყო არა მიზანი, არამედ საშუალება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”.
რაც შეეხება სტაბილურობის განმტკიცებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ეს უნდა განვიხილით არა საბჭოთა ხუთწლედის 4 წელში შესრულების, არამედ მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრიზმაში.
ქ-ნო სალომე ეს ყველაფერი ასახსნელი არ იქნებოდა, თუ პრეზიდენტს გექნებოდათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შინაგანი განცდა”, – წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnana.kakabadze.50%2Fposts%2F4243777909031330&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”307″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>