spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ივლისში 108 650 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 108 650 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 343 ბენეფიციარს გაუწია.

 

“55 085 ლარი, 73 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 49 ბენეფიციარი 4 749 ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 პაციენტი 14 669 ლარით დაფინანსდა.

 

95 მრავალშვილიანი ოჯახი 18 050 ლარით დაფინანსდა.

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს  შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა  და სხვა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.

 

პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები