spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აჭარაში კორონავირუსის ვაქცინით 102 წლის ქალი აიცრა

მაღალმთიან აჭარაში კორონავირუსის ვაქცინით 102 წლის ქალი აიცრა.

 

102 წლის ემინე ჯორბენაძემ “ფაიზერის” პირველი დოზით ვაქცინაცია დღეს ჩაუტარდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

 

ემინე ჯორბენაძე ყველაზე უხუცესი ქალია, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

 

“ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მესამე პანდემიას მოვესწარი. ას წელზე მეტის ვარ, მაგრამ სიცოცხლე მინდა. მჯერა, რომ ვაქცინაცია დამიცავს ამიტომ მოვედი და ჩავიტარე. თავს კარგად ვგრძნობ და მჯერა, კიდევ ბევრ წელს ვიცოცხლებ”, – აღნიშნა ემინე ჯორბენაძემ აცრის შემდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები