spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბარსელონამ“ მესის წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

“ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონური კლუბი დატოვა.

 

“ბარსამ“ ახალი კონტრაქტის გაფორმება 34 წლის არგენტინელთან ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსური წესების გამო ვერ შეძლო.

 

“მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ და ლიონელ მესი შეთანხმდნენ და ორივე მხარეს მკაფიო განზრახვა აქვს ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტს, ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო (ესპანეთის ლიგის რეგულაციები) ეს ვერ მოხდება. 

 

ამ სიტუაციის შედეგად, მესი აღარ დარჩება “ბარსელონაში“. ორივე მხარე ღრმად ნანობს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ განხორციელდება. 

 

“ბარსელონა“ გულითად მადლობას უხდის ფეხბურთელს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მომავალში მის პირად და პროფესიულ ცხოვრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში..

 

ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადა 1 ივლისს ამოეწურა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები