spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა წოწერია – საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

“უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მოუშუშებელი ტკივილის და ტრაგედიის თარიღი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მას შეეწირა ჩვენი მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენმა მუნიციპალიტეტმა დაკარგა ოთხი ახალგაზრდა კაპრალი: დავით ჯიქია, ბადრი ბერანძე, კობა სერგია და სერგო გოროზია, მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და მადლობა გადავუხადო საქართველოსთვის შეწირულებს ჩვენი ქვეყნის თავგანწირვისა და უზომო სიყვარულისთვის. 

 

ჩვენ დარწმუნებული ვართ მათი ბრძოლა დასრულდება შედეგით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას. კიდევ ერთხელ დიდება დაღუპულთა სულებს და მათი ბრძოლა ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ“ – განაცხადა მამუკა წოიწერიამ.

მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული მებრძოლების ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავები გვირგვინით შეამკო და მათი ოჯახის წევრებს გმირი შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები