spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნანა კაკაბაძე – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თავხედური განცხადების საფუძველი რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისთვის სათანადო ნიადაგის მომზადებაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავხედური და შეურაცხმყოფელი განცხადების საფუძველი სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟის მცდელობა და რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისათვის სათანადო ნიადაგის მომზადება, – ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავხედური განცხადება იყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევაში მონაწილე 13 არასამთავრობო ორგანიზაციის ღირსებისა და პატივის, ასევე საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა. 

 

მხოლოდ ორი ორგანიზაცია, თვითონ და “სამართლიანი არჩევნები”, ყოფილან კვალიფიციურნიც, მაღალი რეპუტაციის მქონეც და სანდოც, თურმე, დანარჩენი 13 ორგანიზაციის „აბსოლუტური უმრავლესობის, სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს” და რადგან მისი აზრით, „საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას“, ამის გამო, თურმე, ეს ორი „უსპეტაკესი”, ორგანიზაცია ტოვებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს.  

 

სინამდვილეში ვინ არის ეს ორი ორგანიზაცია. პირველი “საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო”, რომლის მუდმივი ხელმძღვანელი, პოლიციის კაპიტანი გიგაური, 2007 წლის 7 ნოემბერს, გამოხატვის თავისუფლებისათვის სასტიკად დამსჯელ პოლიციელებს აჯილდოებდა, ხოლო მეორე, “სამართლიანი არჩევნები”, რომლის ხელმძღვანელი იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ოქმის გაყალბება დაუდასტურდა და მიკერძოების საფუძველზე გაცხადებულ ტყუილში გამოიჭირეს.

 

გვინდა ვკითხოთ საკუთარ თავზე ასეთი მაღალი წარმოდგენის მქონე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელებს: ქართული საზოგადოების რომელ ნაწილში აქვთ მათ ასეთი მაღალი რეპუტაცია და ნდობა, ვისი საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით არსებობს სერიოზული კითხვები? 

 

სწორედ თქვენი ორგანიზაციების  მიკერძოებისა და საქმიანობის  მიმართ ქართულ საზოგადოებას დაუგროვდა კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც თქვენ მოგიწევთ.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავხედური და შეურაცხმყოფელი განცხადების საფუძველი, საბოტაჟის მცდელობა და რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისათვის სათანადო ნიადაგის მომზადებაა.

US Embassy Tbilisi, Georgia European Union in Georgia”, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები