დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან დღეს დილით, დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 07:24 საათზე დაფიქსირდა 3.5, 08:03 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრები.
აგვისტოს დასაწყისიდან სოფელ სამებასთან უკვე შვიდი მიწისძვრა მოხდა, ბოლო ორ თვეში კი ოცზე მეტი.