spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე ლუკაშენკო – საქართველო და უკრაინა ჩემი “თავის ტკივილია“, ქართველი ახალგაზრდები რუსულად არ საუბრობენ, კატასტროფაა

საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ჩემი “თავის ტკივილია“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მედია საზოგადოებასთან შეხვედრისას. მან პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარეს, ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელის ვალერი კვარაცხელიას შეკითხვას უპასუხა.

 

”საბჭოთა პერიოდში, მე ბევრჯერ ვიყავი აფხაზეთში (თუმცა არ ვიყავი სამხრეთ ოსეთში), ვიყავი აფხაზეთში, ვიყავი საქართველოში, გარდა თბილისისა… ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგოები… რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს ყოველთვის შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე – ეს იყო აყვავებული ოაზისი. ახლახანს ვნახე რა მოხდა იქ. არ ვიტყვი რატომ: მე მაქვს კარგი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ქართველების მიმართ. არსებობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები, მაგრამ ყველაფრისგან უნდა გამოიტანო დასკვნები, სანამ გვიან არ არის. ჩვენ უკვე გადავკვეთეთ წითელი ხაზები, მაგრამ ჯერჯერობით ჩიხში არ ვართ. უნდა დავბრუნდეთ, დავსხდეთ ერთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ.  უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ადამიანებმა იგრძნონ, რომ ამაში არის აზრი”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მისივე თქმით, საქართველო “უკვე შორს წავიდა” სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან: აქ ახალგაზრდები უფრო ხშირად საუბრობენ ინგლისურად, ვიდრე რუსულად. ამის შესახებ უამბო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამაში კი რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან თბილისის ქუჩებში სეირნობისას დარწმუნდა.

 

“ისინი ჩემთან საუბრობდნენ არა რუსულ, არამედ ინგლისურ ენაზე, მათ მე თარჯიმნის დახმარებით ვეკონტაქტებოდი, კატასტროფაა! მომავალში კიდე უარესი იქნება”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

მისივე თქმით, საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ერთმანეთის დაშორებით, კარგავენ ტრადიციულ ბაზრებს. ლუკაშენკომ ასევე გაიხსენა, რომ მან სთხოვა მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს დსთ არ დაეტოვებინათ, რადგან “გასვლა მარტივია, დაბრუნება კი რთული”, თუმცა მათ არ მოუსმინეს.

 

ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოს აზრით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დასავლეთში არავინ ელოდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები