ლამაზი თვალებისთვის არავინ გამომყვება, აქ საუბარია საკუთარი თავის პერსპექტივაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ვერავინ დამიშლის ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლას რა მუქარის შემცველი განცხადებებიც არ უნდა მოდიოდეს. სააკაშვილი არაფერ შუაშია, ხალხი ჩემ სახელს უკავშირებს უკეთეს ცხოვრებას და პერსპექტივას თავისთვის და თავისი შვილებისთვის, თორემ ლამაზი თვალებისთვის ნამდვილად არავინ გამომყვება, ლამაზი თვალები და ტუჩები თუა, აგერ კალაძეს უფრო ლამაზი ტუჩები აქვს და ალასანიას ჰქონდა უფრო ლამაზი ტუჩები. აქ საუბარია საკუთარი თავის პერსპექტივაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.