ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზაზე მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო, მეორე დოზით აცრის პროცესი კი 15 აგვისტოდან დაიწყება.
“ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
“ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/, COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში