“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია “გორბის” კვლევის შედეგებს საზოგადოებრივი აზრის შექმნით მიზნით მანიპულაციად აფასებს.
“ჩვენ ველოდებით მოგებას, როგორც ვთქვით ეს რეფერენდუმია. რაც შეეხება იმედის კვლევას აბსოლუტურად შეუძლებელია კვლევა დაუძახო. არაერთხელ გვინახავს, წინა არჩევნებზეც გლდანში მაგალითად იგივე სურათს ხატავდნენ და სხვა იყო რეალობა. ეს არის მანიპულაცია საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თითქმის 47% ხმას “ქართულ ოცნებას”, 27% კი “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა. ასევე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, 61,2% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 38.8% ნიკა მელიას