გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მანქანა მამა-შვილს დაეჯახა. მათ გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდათ.
დაჯახების შედეგად შვილი ადგილზე დაიღუპა, მამა კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს გადავიდა.