ელენე ხოშტარიას მოძრაობა “დროა” პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება. გაერთიანების მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა.
“დროას” წევრებს შორის არიან ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე, ნინო გოგუაძე და შუშანა მაცაბერიძე.
“ჩვენი პარტია არის არა ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან. დარწმუნებული ვარ, ესეთი გუნდი გააღვივებს ადამიანებში იმ რწმენას, რომლის დანგრევას და სიძულვილის დათესვას, უიმედობის დათესვას ცდილობს “ქართული ოცნება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ
ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატია, თბილისის მერობის კანდიდატია – ნიკა მელია, ხოლო ვიცე-მერობის ცოტნე კობერიძე “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან”.