spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – საქართველომ შეიძინა სახე და ამ სახეს ჰქვია, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები

დღეს ჩვენ კობახიძე ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, კობახიძე არ ასახავს  ქართველი ხალხის ნება-სურვილებს. კობახიძე ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი. საქართველომ შეიძინა სახე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებზე მისვლაა.

“დღეს ჩვენ კობახიძე ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, კობახიძე არ ასახავს  ქართველი ხალხის ნება-სურვილებს. კობახიძე ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი. რაები არ აკეთეს, მაგრამ ვერავინ ვერ შეაშინეს და ვერ დაქსაქსეს. საქართველომ შეიძინა სახე და ამ სახეს ჰქვია, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები და ეს საზოგადოებრივი განაცხადი, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, უნდა გახდეს პოლიტიკური, სახე უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, ეს ნება უნდა გამოიხატოს არჩევნებზე და ამას წინ ვერ აღუდგება ირაკლი კობახიძე. ამის ერთადერთი გასაღები არის, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე. ის, რომ “ხარება” დაასანქცირეს, აქ საკითხი “ხარებაში” კი არ არის, არამედ იმაში, რომ ძალადობა დასჯადია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები