spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარტიამ “ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

14 აგვისტოს, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, რომლის საარჩევნო ნომერიც 48-აა, თბილისის მერის კანდიდატად ანა დოლიძეს წარადგენს. ანა დოლიძის სლოგანია – მერი ყველასთვის!

 

ანა დოლიძე თბილისელებს ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც დაამკვიდრა ორპოლუსიანობამ და  იქნება – მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა, სქესისა და ა.შ.

 

ანა დოლიძის თქმით, თბილისს სჭირდება მერი,  ვინც  თბილისს ბეტონის ჯუნგლების  ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს, ვინც იზრუნებს, სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ პარკი ჰქონდეს ყველა უბანს და იმაზე, რომ ადამიანებს არ შეეშინდებათ ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით თავზე სახლი არ ჩამოენგრევათ, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ.

 

მერი, რომელიც შექმნის  ეფექტურ ინფრასტრუქტურას – 21-ე საუკუნეში სირცხვილია ვსაუბრობდეთ საპირფარეშოების, კანალიზაციის, ტროტუარების, პარკინგის და ა.შ. პრობლემებზე.

 

ქალაქის ეკონომიკას სჭირდება ვაჭრობის კონცეფციიდან ამიყვანა – მერი უნდა ეხმარებოდეს როგორც ინვესტიციების მოზიდვას ასევე ადგილობრი წარმოების თუ ბიზნესის განვითარებას.

 

მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის  უფლებაა და  მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე. თბილისს სჭირდება მერი, რომელიც შექმნის მოქნილ ბიუროკრატიას და თბილისს გახდის ყველასთვის, სადაც დოვლათის დაგროვება მხოლოდ მმართველგუნდთან დაახლოებულ ნათესავების და ახლობლების პრივილეგია არ იქნება.

 

“ის, რომ ანა დოლიძე იქნება  თბილისის ღირსეული მერი ამის თქმის უფლებას აძლევს, საერთაშორისო დონის განათლება, მუშაობის გამოცდილება როგორც სამოქალაქო სექტორში ასევე საჯარო სტრუქტურებში და რაც მთავარია,  მისი განვლილი ბრძოლები”, – აცხადებენ პარტიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები