აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში მომხდარი შემთხვევის შემდეგ დროა, ჯო ბაიდენმა თანამდებობა დატოვოს.
”რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა ავღანეთთან მიმართებაში ლეგენდარული იყო. ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი მარცხი ამერიკის ისტორიაში! დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს იმის გამო, რაც ავღანეთში გააკეთა, COVID-ის უზარმაზარ ზრდასთან ერთად, სასაზღვრო კატასტროფა, განადგურებული ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკა”, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ბაიდენს ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინაც მიმართა და აღნიშნა, რომ მთელი სიტუაცია იყო „სამარცხვინო“.
“ჯო ბაიდენი ყოველ ჯერზე არასწორად იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაზე და ბევრ სხვა საკითხზე. ყველამ იცოდა, რომ ის ზეწოლას ვერ გაუძლებდა. ობამას თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმაც კი თქვა ამის შესახებ. ის გავიდა ავღანეთიდან იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ადმინისტრაციის მიერ დატოვებული გეგმა დაეცვა – გეგმა, რომელიც იცავდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქონებას და უზრუნველყოფდა, რომ “თალიბებს” არასდროს ეოცნებათ ჩვენი საელჩოს აღებაზე ან ამერიკაზე ახალი თავდასხმების ბაზის ჩამოყალიბებაზე.
მას შემდეგ, რაც მე ავიღე ISIS, შევქმენი სანდო შემაკავებელი საშუალება. ეს შემაკავებელი ფაქტი ახლა გაქრა. “თალიბანს” აღარ აქვს შიში ან პატივისცემა ამერიკის, ან მისი ძალის მიმართ. რა სამარცხვინო იქნება, როდესაც “თალიბანი” აღმართავს დროშას ამერიკის საელჩოზე ქაბულში. ეს არის სრული წარუმატებლობა სისუსტის, არაკომპეტენტურობის და სრული სტრატეგიული შეუსაბამობის გამო”,- განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ ბაიდენმა ტრამპი რამდენიმე დღის წინ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “მემკვიდრეობით მიიღო მისი წინამორბედის მიერ გაფორმებული გარიგება,რის გამოც არჩევნის წინაშე აღმოჩნდა”.
”თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე მან ასევე შეამცირა ამერიკული ძალები მინიმუმ 2,500-მდე. ამიტომ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მე არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი – შევასრულო გარიგება, მოკლე გაფართოებით, რათა ჩვენი ძალები და ჩვენი მოკავშირე ძალები უსაფრთხოდ გავიდნენ, ან გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა და გავგზავნოთ მეტი ამერიკული ჯარი საბრძოლველად სხვა ქვეყნის სამოქალაქო კონფლიქტში”,- განაცხადა ბაიდენმა.