spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – მივმართავთ სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ გაუქმდეს ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება

“ლეიბორისტული პარტია” მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. 

 

ნათელაშვილის თქმით, ტრანსპორტზე შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღეს.

 

“ლეიბორისტული პარტია” მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება, ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხი გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი რეგულაციები დაწესდა. შეზღუდვები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები