spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯო ბაიდენი – ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა, ერთადერთი, რითი უზრუნველყოფაც არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, იბრძოლონ საკუთარი მომავლისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა მზად იყო ავღანეთში სწრაფი კოლაფსისთვის, რასაც ახლა აქვს ადგილი, თუმცა ყველაფერი უფრო ადრე მოხდა.

 

როგორც ბაინდემა ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა. ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. 

 

“ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ. ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. 

 

ჩვენ მათ მივეცით ყველა საჭირო ბერკეტი, ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ აქვს. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა საკუთარი მომავლის განსასაზღვრად. რითიც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის”, – აცხადებს ბაიდენი.

 

მისივე თქმით, მტკიცედ უჭერს საკუთარ გადაწყვეტილებას მხარს, ავღანეთიდან ჯარის გაყვანის თაობაზე.

 

“მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ჩემს გადაწყვეტილებას. 20 წლის შემდეგ, ის გავიგე, რომ არასდროს ყოფილა კარგი დრო აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის. ამიტომაც ვართ ჯერ კიდევ იქ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები