spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ სამებასთან მორიგი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა.

 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო.

 

საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები