კახეთში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი კახა ცნობილაძე აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა ალტერნატივად დავასახელებთ გირაოს და თავდებობასაც. მე ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათთან ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ზურასგან ვიცით, რომ ისინიც არ იქნებიან წინააღმდეგი“, – აცხადებს კახა ცნობილაძე.
ზურაბ ზვიადაურს ბრალდება დღეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით წაუყენეს.