spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საველე ჰოსპიტალების მოწყობისთვის სამუშაოები აჭარასა და იმერეთშიც მიმდინარეობს

საველე ჰოსპიტალი ჩვენთვის გარკვეულწილად მზაობისა და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ კუთხით მზადება დაწყებულია აჭარასა და იმერეთშიც.

 

“ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა. ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები