spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით დღეს გაასაჩივრებენ.

 

“გავასაჩივრებთ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო, ფაქტობრივად მოსამართლე პროკურორს დაეხმარა დასაბუთებაში. პროკურორს არ უხსენებია ისეთი ფაქტები, რაც მოსამართლემ შემდეგ განჩინებაში ჩაგვიწერა. მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს, შეცვლის და ჩაგვინაცვლებს ჩვენ მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებით ან საერთოდ მის გარეშე დატოვებს. პროკურატურას არ უხსენებია, რომ კონფლიქტი არ იყო დასრულებული, შესაძლოა, გაგრძელებულიყო და მოსამართლემ განჩინებაში ჩაგვიწერა, არადა კანონში წერია, რომ პროკურატურა არის ვალდებული, მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა დაასაბუთოს.

 

ალტერნატივის სახით, ჩვენ სასამართლოს ვთავაზობთ სამ ვარიანტს, ერთი რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს, მაგრამ თუ მაინც ჩათვლის, რომ უნდა იყოს აღკვეთი, მაშინ 50 000-ლარიანი გირაო ან პირადი თავდებობა. პროკურატურის განაცხადი, რომ გამოირიცხა აუცილებელი მოგერიება, მაშინ როცა საქმე სრულად არ აქვთ გამოძიებული, ეს უკვე არაპროფესიონალიზმზე ან უპასუხიმგებლობაზე მეტყველებს. სრულყოფილად არ არის გამოძიება ჩატარებული და ამბობენ, რომ აუცილებელი მოგერიება გამოირიცხა“, – განაცხადა ადვოკატმა კახაბერ ცნობილაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები