დღეს, რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია ვთქვა, ორსულებში “ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“რაც შეიძლება სწრაფად, ყველა ორსული უნდა ჩაერთოს ვაქცინაციაში“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბოლო დროს ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა.