spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა წოწერია – ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, – ამის შესახებ მან სოფელ ჭითაწყარში ინდივიდუალური შეხვედრების დროს მოსახლეობას განუცხადა.

 

“მოსახლეობასთან  ერთად შევჯერდით  ძირითად პრიორიტეტებზე, რომელიც ამ სოფლისთვის არის აქტუალური. ჭითაწყარში ვაშენებთ საბავშვო ბაღს, რომლის ღირებულება 4 მილიონ  ლარს აჭარბებს  და ის გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ჩვენი მუნიციპალიტეტის  და ასევე აღსანიშნავია,  რომ ხუთ საბავშვო ბაღზე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს დღეებში დასრულდება, რომელსაც აფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. შესაბამისად ჩვენი მიზანია, ჩვენი მოსახლეობისგან გავიგოთ ის აქტუალური საკითხები, ძირითადი გამოწვევები და შესაბამისად ერთად დავგეგმოთ ამ გამოწვევების აღმომფხვრელი ღონისძიებები“, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

 

მერობის კანდიდატის განმარტებით, ბაღებთან ერთად პრიორიტეტული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურა, ზუგდიდში ამ დროისთვის ხუთი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები მამუკა წოწერიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჯანაშიასთან ერთად გამართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები