spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა წოწერია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნების”  ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

 

მამუკა წოწერია, მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად, ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

 

“ქართული ოცნება” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს საარჩევნო კამპანიას. დღეს ვიმყოფებოდით ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, შევჯერდით ოდიშის უპირველეს გამოწვევებზე. აღსანიშნავია რომ მოსახლეობა აყენებს პირველად საჭიროებად სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე არის გარკვეულწილად წყალმომარაგების პრობლემა და ასახვა უახლოეს სამოქმედო გეგმებში მოხდება და მოსახლეობას ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაუწყდება”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ოდიშში, ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.  სოფელი სრულად გაზიფიცირებულია, მოეწყო გზის რეაბილიტაცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები