spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკატერინე ტიკარაძე – მნიშვნელოვანია, ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი

დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით.

 

“ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჩვენ ველოდებით აღმავალ ტალღას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი და ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას, დედაქალაქში მსგავსი სახის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზეც და მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები