spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ბაღდავაძე – ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი, ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა

სამსახურიდან გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე აცხადებს, რომ დღეს ჩანიშნულ თათბირზე ის კითხვების დასასმელად არ შეუშვეს, მოგვიანებით კი აცნობეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

მისი თქმით, მერიას დაახლოებით 15-მდე თანამშრომელი მოსყიდული ჰყავს და მათ ალაპარაკებს, რომ ბაღდავაძეს თანამშრომლებთან კონფლიქტი აქვს, რაც მისი თქმით, სიმართლეს არ შეეფერება. 

 

“დავრჩი უმუშევარი, ქირას ვეღარ გადავიხდი, უზარმაზარი ვალი მაქვს და შემიქმნეს ასეთი პირობები. ჩვეულებრივი ხალხის დაშინებაა, რომ მე რომ გამიშვეს ასევე მოუვა. აგერ რამდენი იბრძოლა, რამდენი ხალხი ჩაერია, ეს ამათი მანქანაა, რომ აგერ ვერაფერი ვერ ქნა, თქვენც იგივე მოგივათ ამის შემდეგ ვერც ვერავინ ამოიღებს ხმას, მე აგერ ვიჯდები, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა”, – აცხადებს ბაღდავაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები