spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკიმ რუსული ვებგვერდების და მედიის დაბლოკვის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ “როსტელეკომის”, “ბიზნეს ნიუს მედიას, (დამფუძენებელი “ვედომოსტი”), რუსული გაზეთის “მოსკოვსკი კომსომოლეცის”, “ვერსიას”, “ტრკ-ს”-ის და სხვ. დაბლოკვის თაობაზე.

 

ზელენსკის განკარგულებით სანქციები სულ 12 რუსულ იურიდიულ პირს შეეხება, მათი უმრავლესობა მედიასაშუალებაა. სანქციები ასევე შეეხება რუსულ “ისტორიული პერსპექტივის კვლევის ფონდს”.

 

ამ რესურსებზე, ისევე როგორც მათ ქვედომენებზე წვდომა დაბლოკილია.

 

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც, ქვედომენების  – “gt-news.info”, “gorlovka-news.su” ჩათვლით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები