spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტი იმყოფება

საველე ჰოსპიტლების კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დიღმის საველე ჰოსპიტალში 91 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

 

მისივე თქმით, პაციენტების უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა, რამდენიმე კი საყურადღებოა, რომლებიც დღეს შესაძლოა, კლინიკებში გადაიყვანონ.

 

“დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში მოთავსებულია 91 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტი არის საყურადღებო და შესაძლებელია დღის განმავლობაში მათი რეფერირება მოხდეს პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ განხორციელდა ერთი პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. საერთო ჯამში ჰოსპიტალიდან, მათი მდგომარეობის დამძიმების გამო, სულ ხუთი პაციენტის გადაყვანა მოხდა. ამ ეტაპზე ჰოსპიტალს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს, ყველა პაციენტს მიეწოდება საჭირო რაოდენობით“, – განაცხადა კუჭუხიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები