სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა ქართველი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესება სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.