spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ამირან გამყრელიძე – არაა გამორიცხული, ხვალ, ზეგ ან მაზეგ სხვა რეგულაციები დაწესდეს

სიტყვა „საკმარისი“ ყოველთვის არის შეფარდებითი. ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება. დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა იყო მსჯელობა სხვა საკითხებზეც და არაა გამორიცხული, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ სხვა რეგულაციები დაწესდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

“მთავარია, რომ დავიცვათ მოქმედი რეგულაციები და ვატაროთ პირბადე. 50%-ზე არის დასული პირბადის ტარება. ყველაზე ძლიერი რეგულაცია არის პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე და წავიდეთ აცრაზე. გუშინ 30 ათასზე მეტი აცრა იყო, რაც კარგია. თუ ასეთი მაჩვენებელი აგვისტოს ბოლომდე ყოველდღე შევინარჩუნეთ და შემდეგ სექტემბერში გავზარდეთ, ეს იქნება ძალიან კარგი. 

 

ჩემი პროგნოზია, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სადღაც 650-700 ათასი აცრა უნდა გვქონდეს გაკეთებული. დღეს შესრულდა მილიონი აცრა, საიდანაც 300 ათასი ადამიანი უკვე ორჯერ არის აცრილი. თუ სექტემბერში მილიონ აცრამდე ავალთ, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები