საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 09:31 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სოფელი სამებასთან იყო.
პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში სოფელ სამებასთან 40-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, მათ შორის 20-ზე მეტი აგვისტოში.