თუ ჩვენ დღიურად 35-40 ათას აცრაზე ავალთ, მაშინ იქნება იმ მიზნის მიღწევა, რომელიც წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
“ბევრი ალტერნატიული ვაქცინა გვაქვს. ყველა შესაძლო პრეტენზიული მსურველისთვის საქართველოში მოიძებნება ვაქცინა. ნებისმიერი პრეტენზია – ვიღაცას რელიგიური მოსაზრებით, ვიღაცას გენეტიკური კოდის შეცვლის მოტივით, არსებობს ტრადიციული ჩინური ვაქცინები, სადაც ეს საკითხები მოხსნილია.
ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც მილიონობით ვაქცინა ხელმისაწვდომია და არ იცრებოდე, ასეთ ადამიანებთან ალბათ, სათქმელიც აღარაფერია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ნორმალურად განვითარება და წინსვლა შეძლოს“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.