spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ, დაიცვან რეგულაციები და არჩევნების დღეს ამას ცესკო უზრუნველყოფს. აქ რისკები მინიმალურია, – ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“სახელმწიფო ყოველნაირად ცდილობს შემდეგს: დაიცვას ბალანსი, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები; არ გაჩერდეს ეკონომიკა, რადგან შესაძლოა, ამან დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და ადამიანებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ და ჩვენ რომ სრული ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, ისინი შეიძლება, შიმშილის პირას მივიდნენ და ასევე, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა კოვიდისგან მიყენებული ზიანი იყოს ნაკლები“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე  თქმით, ყველა მოქალაქე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გაერთიანდეს, რათა ქვეყანაში არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პროცესები, ასევე არც ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა არ უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი. მდინარაძემ აღნიშნა, რომ საამისოდ უნდა მოიძებნოს ბალანსი, ყველამ ჩაიტაროს ვაქცინაცია და დაიცვას რეგულაციები.

 

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საარჩევნო კამპანია პარტიებმა აწარმოონ ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ – დაიცვან რეგულაციები და არჩევნების დღეს ამას ცესკო უზრუნველყოფს. აქ რისკები მინიმალურია. ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო რისკებთან შედარებით. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციები. ჩვენ შეგვიძლია, 2-3 კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მიყენებული ზიანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები