spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში და ეს ყველაფერი გააკეთა უსაფრთხოდ

“რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს უპირველეს ყოვლისა გახლავთ ხელისუფლების ვალდებულება, რომ არჩევნების ჩატარება, როგორც უნდა ისე, უზრუნველყონ კოვიდუსაფრთხო გარემოში. თვეზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე –  ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, და ნაცვლად იმისა, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსს პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების დევნაზე ხარჯავდნენ პოლიტიკური ნიშნით – მე მათ ვურჩევდი, რომ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხზე იზრუნონ პირველ რიგში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა მედიის კითხვის საპასუხოდ,თუ რა პოზიცია აქვს პარტია „საქართველოსთვის“ არჩევნების გადადების საკითხზე.

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ არჩევნების კანონით დადგენილ ვადაში ჩატარებაც და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო არჩევნების უზრუნველყოფაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

 

“ვერ გეტყვით ვის ინტერესში შედის გადადება, მაგრამ პარტია „საქართველოსთვის“ ინტერესში, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის ინტერესში არის ის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში, მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის გარეშე ჩატარდეს და ხელისფულება ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყოს

 

ჩვენი პარტიისთვის და ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის – მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით – უმთავრესი ამოცანა ყოველთვის იყო პანდემიის პირობებში ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც მოახერხა და უზრუნველყო საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება პანდემიის პირობებში და ეს ყველაფერი გააკეთა უსაფრთხოდ და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები