spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების რიცხვი ათამდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების რიცხვი ათამდე გაიზარდა, – ინფორმაციას “ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

 

ქაბულის აეროპორტთან ამერიკელი ჯარიკაცების დაღუპვა დაადასტურეს პენტაგონში, თუმცა მათი რიცხვი არ დაუსახელებიათ.

 

აფეთქებები ქაბულის აეროპორტთან მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ნაწილის ევაკუაციას აგრძელებდნენ.

 

უცხოური მედიის ცნობით, სამოქალაქო პირებს შორის 60-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ბავშვებიც.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები