საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 3 მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ.