თბილსერვისის თანამშრომლის ალბერტ სარქისოვის თქმით, პროტესტში მონაწილეობისა და სამსახურიდან გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძისადმი სოლიდარობის გამო მერიამ ის ფულადი ჯილდო არ ჩაურიცხა, რაც ყველა მომუშავემ მიიღო.
“მთელ დასუფთავებაში 200-200 ლარი გაიცა პრემიები, ჩემ გარდა. იკასთან ერთად გადაღებაზე ვიყავი და აქციაში თანამშრომლებთან ერთად. სხვას არავის შეეხო. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, მეც გამაგდებენ. მე ირაკლი ბაღდავაძის გვერდით ვარ”, – აცხადებს სარქისოვი.
ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მეექვსე დღეა, შიმშილობს.
მისი თქმით, ის დასუფთავების სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა.