spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშობილი, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა ოჯახებს პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

 

“პირველი სექტემბრის შემდეგ ასეთ ოჯახებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, ან შეიძინოს საცხოვრებელი ბინა, შეუძლიათ, მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ყოფითი პირობები“, – განაცხადა თურნავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები