spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე დადგა და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპმი.

 

გაბუნიას თქმით, ეს კი დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.

 

“როგორც ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა, უნდა ვიყოთ ახლა დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ აქ მთავარია, თუ რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი. ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები იკვეთება.

 

“არის სტაბილიზაციის კარკვეული ნიშნები, ვიმეორებ, ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა იწყება დაღმასვლის ეტაპი, მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები