spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ეს ადამიანები სხვადასხვა დროს ერთად იყვნენ, თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და ახალს არაფერს აკეთებენ

ზოგადად, მესამე ძალის დაბადების ამბიცია არ არის კარგი, სჯობს, პირველი ძალის ამბიცია გქონდეს და მაშინ იქნება მეტი შანსი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

“ეს ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და დავაკვირდეთ, არჩევნებზე როგორი მოღონიერებული იქნებიან, მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. ყველა თამაშში შანსები დამოკიდებულია, როგორ ითამაშებ, ჩვენ ჯერ თამაში საერთოდ არ ვიცით, რადგან ყველა პარტია ბიუროკრატიული საბუთების შეგროვებით არის დაკავებული. სჯობს, თამაშს დავაკვირდეთ. 

 

ეს ადამიანები სხვადასხვა დროს ერთად იყვნენ, თანამშრომლობდნენ, მათი ურთიერთობების სიღრმე არ ვიცი, მაგრამ მგონი, თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და ახლა ახალს არაფერს აკეთებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია იგეგმება, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე უერთდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები