spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე – წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს

ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს, თუ ასე გავაგრძელეთ დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “მესამე ძალის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ვაშაძემ ამომრჩევლებს მიმართა და მოუწოდა, 2 ოქტომბრის არჩევნებზე კარგად გაიაზრონ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ყველა სფეროში და არჩევანიც ისე გააკეთონ.

 

“მთელი პროტესტი და გაღიზიანება, რაც დაგიგროვდათ კოვიდიდან დაწყებული, ეკონომიკის მდგომარეობამდე დამთავრებული, ძალიან გთხოვთ, მობრძანდით არჩევნებზე და ვისაც გინდათ მიეცით ხმა, მაგრამ კარგად გათვალეთ, რომ ისევ არ აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში და იმ ჯადოსნურ წრეში, რაზეც დავდივართ 30 წელია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია დღეს გამართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები