სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა მრავალჯერადი მუტაციის მქონე კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს.
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები და შეუძლია თუ არა ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა.
კვლევის თანახმად, რომელმაც კოლეგიური განხილვა უნდა გაიაროს, ახალი ვარიანტი (C.1.2) პირველად მაისში გამოვლინდა და ახლა სამხრეთ აფრიკის პროვინციების უმეტეს ნაწილში და აფრიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანიის შვიდ ქვეყანაშია გავრცელებული.
სამხრეთ აფრიკა პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსის “ბეტა“ ვარიანტი გამოვლინდა.