უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.
- საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება;
- სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
- 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც.
- 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 549 811 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 493 414 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 408 ადამიანი.